სერგო ჩიხლაძე: ვფიქრობ, ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულზე გვიან არ იქნება

,,პროტესტი გაგრძელდება, პროტესტი არ შეწყდება არც 29 დეკემბერს, არც 30 დეკემბერს და არც 1-ელ იანვარს – გარდაუვალი ფაქტია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულს არ გადაშორდება”, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საღამოს გარკვეულ განცხადებებს გააკეთებს.

„პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კომუნიკაცია, კოორდინაცია უწყვეტად მიმდინარეობს. გუშინ, პოლიტიკურმა პარტიებმა და პრეზიდენტმა ერთმანეთს ინფორმაცია, მოსაზრებები გავუცვალეთ. დღეს საკითხების გავლა გაგრძელდება და საღამოს პრეზიდენტი გარკვეულ განცხადებებს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ეს ეხება ახალი არჩევნების ჩატარების წესებს, პირობებს. მე ყოველთვის ვერიდები თარიღების დასახელებას იმიტომ, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ რამდენიმე რამე ვიცით უტყუარად, კერძოდ ის, რომ პროტესტი გაგრძელდება, პროტესტი არ შეწყდება არც 29 დეკემბერს, არც 30 დეკემბერს და არც 1-ელ იანვარს. პროცესი გაგრძელდება, ზუსტად, არავინ იცის ახალი არჩევნები როდის ჩაინიშნება, მაგრამ ფაქტია, რომ იმ რეჟიმს, რომელსაც დასავლეთში არავინ არ აღიარებს, (რამდენიმე ოდიოზური ავტორიტარული რეჟიმის გარდა,) ასევე, ქვეყნის შიგნით მოსახლეობა არ აღიარებს, რა თქმა უნდა, გარდაუვალი ფაქტია, რომ ახალი არჩევნები მოხდება. მე პირადად ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულს არ გადაშორდება”,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები