საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარს უცხადებს.

„ღრმად შეწუხებულნი ვართ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობებით, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს. ამ რთულ დროს საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები