გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2015 წლისათვის 4 მილიონ 40 ათასი ლარით, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიონ 100 ათასი ლარით იზრდება. გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება 140 ათასი ლარით იზრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობა კი 3 მილიონ 760 ათასი ლარით გაიზარდა.
საბიუჯეტო ასიგნებებთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 55 მილიონი ლარით. აქედან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა – 3 მილიონ 300 ათასი ლარით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები – 42 მილიონ 300 ათასი ლარით, სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები – 4 მილიონ 700 ათასი ლარით, ხოლო ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები – 4 მილიონ 700 ათასი ლარით. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი სახელმწიფოს ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები