“რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არც ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის” – მდინარაძე

“რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არც ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის. იმიტომ არა, რომ მე ირონიას გამოვხატავ. არ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი ამ თემაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

„რატომ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები? საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს, თუ გაყალბდა უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები. 300 000 ხმა რომც გაყალბებულიყო მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, ამ სისულელის დაშვების შემთხვევაშიც არ ჰყოფნიდათ. რასაც ისინი ამბობენ ამის 1%-საც ვერ ადასტურებენ. სიგიჟე უნდა იყოს საფუძველი და ვიღაცამ იფიქროს არჩევნების დანიშვნაზე? – გამორიცხულია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები