უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 2025 წლის იანვარში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატით არის ცნობილი, 2025 წლის იანვარში გაიმართება. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ ცნობილი უმეროვისა და პორტუგალიის თავდაცვის მინისტრის, ნუნუ მელუს სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ იანვარში ის თავის პორტუგალიელ კოლეგას პირადად შეხვდება რამშტეინის ფორმატის მორიგი შეხვედრის ფარგლებში.

„ჩვენ ვგეგმავთ, დეტალურად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინასა და პორტუგალიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2025 წელს“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 2022 წელს შეიქმნა. მისი პირველი სხდომა 2022 წლის 26 აპრილს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე გაიმართა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები