ზელენსკი: რუსეთი მოკლულ ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებს, იდენტიფიკაციის გასართულებლად, სახეებს უწვავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსებად გასაღებას ცდილობს, მოკლულებს კი, იდენტიფიკაციის გასართულებლად, სახეებს უწვავს.

“იმისთვის, რომ არ მოხდეს ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ამოცნობა, რუსები სახეებს უწვავენ, ამის დამადასტურებელი ვიდეოებიც გაგვაჩნია”,– თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარისთვის ეს პრაქტიკა ახალი არ არის. საკუთარ დაღუპულებს რუსეთი წვავდა, რიგ შემთხვევებში კი ბრძოლის ველზე დასალპობად ტოვებდა”.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტზე ამ დროისთვის 12 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იმყოფება.

“ფრონტზე დაახლოებით 12 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია. ამ ეტაპზე ტყვედ არავინ არ ჩავარდნილა. ყველა მოკლულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აქვს”,– აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები