ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გაგრძელდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმის იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ. ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.