“ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს ქართველ მაღალჩინოსნებს. უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია,” – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
“რაც შეიძლება, მოხდეს, ეს არის საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა სავიზო რეჟიმის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს,” – წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.