საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა კოლეგიის 225-მა წევრმა მიიღო. ოქმის თანახმად, 1 ბიულეტენი ბათილია, 224 კი – ნამდვილი. 224-ვე ხმა მიხეილ ყაველაშვილს ეკუთვნის. ოქმს ხელი ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მოაწერა.
პრეზიდენტის არჩევაში ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საპრეზიდენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აპროტესტებენ.