“თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია” – “გორგია”
“გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის” ჩვენც შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჰიპერმარკეტი “გორგია” ავრცელებს.
მათი ცნობით, მარკეტებმა პროდუქცია საწყობებში, თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს.
“ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია.
ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.