რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან – საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია
პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.