ისრაელმა ცენტრალური ღაზა კვლავ დაბომბა – დაღუპულია 17 ადამიანი

ისრაელის არმიის თავდასხმებს 28 ნოემბერს ღაზას სექტორში, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ არეალებში,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ისრაელის მხრიდან ღაზას ცენტრის დაბომბვა გაძლიერდა.

ისრაელის თვითმფრინავებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ღაზას რვა ლტოლვილთა ბანაკიდან ერთ-ერთზე, ნუსეირათზე – საჰაერო შეტევის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, დაიჭრა სულ მცირე შვიდი ადამიანი.

მედიკოსების ინფორმაციით, ნუსეირათზე სატანკო შეტევას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების გამართვის ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე ისრაელს, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ “ჰამასს” შორის მოლაპარაკება შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები