ანა დოლიძე: ხალხმა ხმა მოგვცა რეფორმების გასატანად და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში – ვთქვით, რომ ამ პარლამენტში არ შევალთ

“ხალხმა ხმა მოგვცა იმისთვის, რომ რეფორმები გავიტანოთ და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუბიკონი გადალახულია.

„ვთქვით, რომ ამ პარლამენტში არ შევალთ, განცხადებები ჩავაბარეთ თვითმარქვია პარლამენტს, რათა გაგვიყვანოს პარლამენტის წევრობის შემადგენლობიდან. რუბიკონი გადალახულია, ხაზი გავლებულია. ჩვენ აქ უნდა მოვბრუნდეთ გამარჯვებულები, აქ უნდა მოვიდეთ არა როგორც პაპუაშვილის ხელის ქალები და ბიჭები, არამედ ხალხი, რომელმაც მიიღო საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ჩვენ ხალხმა ხმა მოგვცა, რათა მოვიდეთ და გავიტანოთ რეფორმები, და არა იმიტომ, რომ მკვდარზე „ვენოკივით“ დავსხდეთ პარლამენტში და წერა-კითხვის უცოდინარ ყაველაშვილს თავი დავუხაროთ. სირცხვილია, რაც აქ ხდება. რუბიკონი გადალახულია, ჩვენ აქ მოვალთ გამარჯვებულები. ვინც ამ ნაბიჯს არ დგამს, იმ პოლიტიკოსმა კარგად იკითხოს ვის ეხმარება – დამოუკიდებელ საქართველოს თუ საქართველოში რუსეთის ინტერესებს. მან გადაწყვიტოს თავისივე გუნდში“,- აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები