დავით სონღულაშვილი: „2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა DCFTA ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, რაც მომხმარებლისათვის უვნებელი სურსათის მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ასევე ხელი შეეწყობა გარემოსთან ადაპტირებული, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გავრცელებასა და ბიოწარმოების განვითარებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები