“როდესაც „ლელოს“ ლიდერები სახალხო პარლამენტზე საუბრობენ, ვრწმუნდებით, რომ ამ ადამიანებმა დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები არ იციან” – წილოსანი

“როდესაც „ლელოს“ ლიდერები სახალხო პარლამენტზე საუბრობენ, ვრწმუნდებით, რომ ამ ადამიანებმა დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები არ იციან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„იქნებ, ვინმემ ამ ადამიანებს აუხსნას, რომ პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული ადამიანების გაერთიანებაა და სახალხოა პარლამენტი, რომელიც ახლა შედგა. „ლელოს“ ის შედეგი აქვს, რაც ქართველმა ხალხმა მისცა. სახალხო პარლამენტის იდეა უკვე ხორციელდება“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები