“როგორ შეიძლება, ხაზარაძის ალტერნატიული პარლამენტის წინადადებას სერიოზულად მიუდგე” – მაჭარაშვილი

“პოლიტიკაში წააგეს და ახლა თამაშით დაკავდნენ. როგორ შეიძლება, ხაზარაძის ალტერნატიული პარლამენტის წინადადებას სერიოზულად მიუდგე”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„პოლიტიკაში წააგეს და ახლა თამაშით დაკავდნენ. მის ინიციატივაზე სხვა რა კომენტარის გაკეთება შეიძლება? შეუძლიათ, პარალელური პარლამენტი შექმნან, შემდეგ შეიკრიბონ და ითამაშონ. ეს არის არასერიოზული წინადადება, რომელსაც სერიოზულად ვერ მივუდგები. საქართველოში არჩეულია პარლამენტი, ინსტიტუციები მუშაობენ. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, გვინდა, საქართველო სამშვიდობოს გავიყვანოთ და ეკონომიკაც განვავითაროთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ალტერნატიული პარლამენტის შექმნას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები