თეონა აქუბარდია: ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.
“ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამ უკანონო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ არამხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საკრებულოებიდანაც”, – აცხადებს თეონა აქუბარდია.