წილოსანი – ლომჯარიაზე: “ნაციონალური მოძრაობისადმი” მისი პოლიტიკური ვნებები ესოდენ თვალსაჩინოა
“ნაციონალური მოძრაობისადმი” მისი პოლიტიკური ვნებები ესოდენ თვალსაჩინოა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.
“ნინო ლომჯარია, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას ახდენს, ამჯერად გამოიკითხება მისი ბრალდებების ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, თუმცა იმის შესაქმნელად, რომ თითქოს არ ენდობა სამართალდამცავ სისტემას, მან მოიგონა, რომ უკვე მოსამართლის თანდასწრებით იყოს გამოკითხული. სურათს არ შეცვლის, ვისი თანდასწრებით გამოიკითხება ნინო ლომჯარია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება არჩევნების ირგვლივ გავრცელებულ ყალბ ბრალდებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს გამოკითხვა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ნინო ლომჯარიას ხელთ აქვს მხოლოდ თავისი ტყუილები და არაფერი სხვა”, – აღნიშნა წილოსანმა.
ნინო ლომჯარია საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა. ის არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმის ფარგლებში გამოიკითხება.