“ვინმეს თუ ნამდვილად აქვს სურვილი, განცხადება დაწეროს და არ არის დაკავებული საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, კარგად იციან პარლამენტის მისამართიც, მეილიც და პროცედურაც” – ლევან მახაშვილი
“ვინმეს თუ ნამდვილად და რეალურად აქვს სურვილი, რომ განცხადება დაწეროს და არ არის დაკავებული საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, კარგად იციან პარლამენტის მისამართიც, მეილიც და პროცედურაც”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ბარიერგადალახული ოპოზიციონერების მიერ მანდატების შესაძლო ჩახსნაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს საუბრები უკვე არასერიოზულია. სინამდვილეში, პროცედურა ძალიან მარტივია, ვინმეს თუ ნამდვილად და რეალურად აქვს სურვილი, რომ განცხადება დაწეროს და არ არის დაკავებული საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, კარგად იციან პარლამენტის მისამართიც, მეილიც და ის პროცედურაც, რომელიც მარტივია. ერთ ფარატინა ქაღალდზე განცხადება უნდა დაწერონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და შემდეგ პარლამენტი მათ განცხადებებს ინდივიდუალურად განიხილავს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.