“დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უზარმაზარი ნდობისთვის. ეს უდიდესი პატივია, აგრეთვე, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
“მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. მქონდა შესაძლებლობა გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს გვქონდა შესაძლებლობა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში”, – აღნიშნა სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა.