“დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები იქნება.
“რაც შეეხება პარლამენტს და პარლამენტის კონფიგურაციას, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარმოუდგება. თქვენ ნახეთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებს გაუძღვებიან. აქედანვე შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება კომიტეტების თავმჯდომარეების. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.