მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის პირველი საკითხი ახალი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ცნობა იქნება.
ცესკოს თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. ჩამოყალიბდება ფრაქციები. ამასთან, დეპუტატები თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს აირჩევენ.