“25 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს უფლებამოსილებას. პირველი დღე გაწერილია თავად რეგლამენტში, თუ რა ხდება ამ დღეს. ეს არის 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტების ფორმირება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა” ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას, რომ არ ნიშნავს პარლამენტის სხდომას, თუმცა კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ გარემოებასაც და ამბობს, რომ პარლამენტი მე-10 დღეს ყველა შემთხვევაში მართავს სხდომას და ასეც მოხდება ხვალ.
მე უკვე მოვიწვიე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები პირველ სხდომაზე დასასწრებად. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, ისინი მოწვეული არ არიან. ვნახეთ სამწუხარო გარე ჩარევები ამ წინასაარჩევნო პროცესში და მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ ეს არ არჩევნები არ არის საერთაშორისო მოვლენა, ეს არის შიდასახელმწიფოებრივი საკითხი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.