ვოლსკი – ოპოზიციაზე: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი
“ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რევოლუციური პროცესები განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ”, – ამის შესახებ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს თავისი პოლიტიკური გეგმით და ამოცანით. ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რომ რევოლუციური პროცესები განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა შემთხვევაში შეეცდებიან, კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანონ მხარდამჭერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და განთავსდნენ იქ, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.