“მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა” – ლევან მახაშვილი

“მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„დღის წესრიგი ითვალისწინებს თავად პარლამენტის დაფუძნებას. ხელმძღვანელი პირების, კომიტეტების ჩამოყალიბებას და ა.შ. პირველი დღე სწორედ ამაზე ვიმუშავებთ. მთლიანი კვირა არა მხოლოდ პარლამენტის თავად ჩამოყალიბებას, მთავრობის ფორმირებას, სამთავრობო პროგრამის განხილვას დაეთმობა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც შემდეგი კვირის მანძილზე, მე-11 მოწვევის პირველ სხდომაზე ვისაუბრებთ“, – განმარტა მახაშვილმა.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები