რუსეთის ფედერაცია – “სოხუმში რუსეთის საელჩოს “მარგინალურ ძალებთან” შეხება არ აქვს”

რუსეთის ფედერაციის საელჩო თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში, სოხუმში ყველა პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობს, „გარდა მარგინალურისა“,- ამის შესახებ სააგენტო TASS-ს რუსეთის ელჩმა, მიხაილ შურგალინმა განუცხადა.

ის გამოცემასთან “ოპოზიციონერებსა” და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, „მარგინალებს“ უწოდებს.

„ჩვენ ვაფასებთ არსებული კომუნიკაციების ხარისხს მაღალ დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც, როგორც ვიცით, 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაა“ ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის გაწვევას დაჟინებით მოითხოვს.

„ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების გაუქმების დაჟინებულ მოთხოვნას. პარლამენტმა ხმა უნდა მისცეს ამ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, ან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის პარლამენტიდან უნდა გაიწვიოს“, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ გულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები