ვოლსკი – დღევანდელ აქციაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ თანხებს ამობილიზებს, არამედ სერიოზულ პროპაგანდასაც ეწევა
“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც არა მხოლოდ თანხებს ამობილიზებს, არამედ სერიოზულ პროპაგანდასაც ეწევა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც არა მხოლოდ თანხებს ამობილიზებს, არამედ სერიოზულ პროპაგანდასაც ეწევა. ადამიანების შეცდომაში შეყვანის სერიოზული პროგრამაა ჩამოყალიბებული. ადამიანები შესაძლოა რამით უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ამავე დროს, არ აქვთ წარმოდგენა იმ ბნელი ზრახვების შესახებ, რომელსაც ატარებს რადიკალური ოპოზიციის ეს გაერთიანება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.