დავითულიანი – ოპოზიციაზე: ისინი ატარებენ მიტინგებს, მაგრამ მათი მხარდამჭერების მობილიზება ვერ ხდება
“არჩევნები არ გაყალბებულა, შესაბამისად, ეს ეტყობა მათ მიტინგებსაც. ისინი ატარებენ მიტინგებს, მაგრამ მათი მხარდამჭერების მობილიზება ვერ ხდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ახლა, რა თქმა უნდა, ფულს დახარჯავენ, ყველას წამოიყვანენ, ვინც კი ჰყავთ აქტივისტი, მაგრამ ეს ვერ იქნება მასობრივი. უმცირესობების დიქტატის ქვეშ ვერ იცხოვრებს უმრავლესობა, დამთავრდა, ამას არჩევნებზე გაეცა პასუხი და ის დიდი შავმელნიანი წერტილი აქვს დასმული, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ“, – აღნიშნა დეპუტატმა.