ირაკლი კობახიძე: ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის გეგმებს, ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილური განვითარება და ეს მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში
“ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს, ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ხალხის მობილიზება არ შეუძლია.
„რეგიონებიდან ჩამოჰყავთ ხალხი, ამისათვის ფულიც იხარჯება, თუმცა ხედავთ, რომ ხალხის მობილიზება მათ არ შეუძლიათ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს. ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება და ეს არის ის, რაც მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ოპოზიცია მე მგონი, ემზადება პარლამენტში შემოსასვლელად, რეალური გეგმა არის ეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ