სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
2024 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია თუ რა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს პასუხისმგებელმა უწყებებმა საერთაშორისო დაცვის განაცხადის განხილვისას.
,,სახალხო დამცველის შეფასებით, მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება სასამართლოს მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის გადაწყვეტილების – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.