ომბუდსმენმა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა – სახალხო დამცველის აპარატი
“საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა, ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამიკუსის წარდგენის მიზანია, სასამართლოს გაუზიაროს ის საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომელიც ამ შემთხვევაში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფის სტანდარტს ეხება.
“სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე”, – წერია ინფორმაციაში.