უნგრეთის დედაქალაქში „ბუდაპეშტის პროცესის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

უნგრეთში „ბუდაპეშტის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ჭრილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონზე.

საქართველოს მხრიდან მინისტრთა კონფერენციას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი; ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

მინისტრთა დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: უკანონო მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების განვითარება, მიგრანტთა დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია; მიგრაციის დადებითი ეფექტების გამოყენება განვითარებისთვის; საერთაშორისო დაცვა და ინტეგრაცია.

დეკლარაცია და მისი სამოქმედო გეგმა „ბუდაპეშტის პროცესის“ მონაწილე 50-ზე მეტი ქვეყნის და პროცესის პარტნიორი 10-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

დოკუმენტის მიღებით რეგიონში მომავალი ხუთი წლის სამოქმედო პრიორიტეტები განისაზღვრა”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები