ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციონერებს საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკოს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია განმარტავს, რომ ოპოზიციონერებს საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკოს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით.

ჩოჩია „ნაციონალური მოძრაობისა” და გვარამიას კოალიციის მიერ ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას, გამოეხმაურა.

„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივის გასაჯაროებას. ისინი მანიპულაციურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განაცხადეს, რომ ჩახსნიან სიებს ცესკოდან, რაც შეუძლებელია, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკოს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით“, – განაცხადა ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები