“ჩვენი შუალედური ამოცანაა, ხელი შევუშალოთ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენაში” – ანა დოლიძე

“ჩვენი შუალედური ამოცანაა, ხელი შევუშალოთ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენაში”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ცესკო ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

“საპროტესტო მოძრაობა მუშაობს იმაზე, რომ ეს გააკეთოს. მეორე შუალედური ამოცანაა, არ შედგეს საქართველოს პარლამენტის სხდომა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეშვეობით. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ეს არის პროევროპული მოძრაობა, აპოთეოზი არის საქართველოს გათავისუფლება და ევროკავშირში შეყვანა“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები