ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურაში გამოძიების მასალებს ეცნობა
მთავარ პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი იმყოფებიან.
ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, დღეიდან იწყება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა ოჯახის წევრების და ახლობლებისთვის. ის ვარაუდობს, რომ ამ მასალების გაცნობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.
მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა გამოძიების პირველადი ვერსიის გამოქვეყნებას დაახლოებით ერთ კვირაში გეგმავს.