უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

უკრაინული მედიის ცნობით, მომავალი სპეციალური ტრიბუნალი იძლევა საშუალებას, გამოძიება ჩაატარონ სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვეულებრივ დაცულია პერსონალური იმუნიტეტებით.

აღსანიშნავია, რომ სასჯელის გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათი თანამდებობების დაკარგვის შემდეგ.

ასევე, მოსალოდნელია, რომ ტრიბუნალს შეეძლება განაჩენების გამოტანა ბრალდებულების ყოფნის გარეშეც. კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ასევე პოტენციურად ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.

გარდა ამისა, ტრიბუნალს ექნება საერთაშორისო იურიდიული პერსონალურობა და არა ჰიბრიდული ან ეროვნული სტრუქტურის სტატუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები