საქართველოში გერმანიის საელჩო: მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია – თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ

“მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს”,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩო წერს, თავისუფლება თავისთავად არ მოდის და მისთვის ბრძოლაა საჭირო.

“ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში”,- წერს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები