არგენტინის პროკურატურამ One Direction-ის წევრის, მომღერალი ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე სამ პირს ბრალი წაუყენა, – ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ერთი ადამიანი, რომელიც მომღერლის გვერდით ყველაზე ხშირად იმყოფებოდა, დადანაშაულებულია მის უყურადღებოდ მიტოვებასა და ნარკოტიკების მიწოდებაში.
მომღერალი 16 ოქტომბერს ბუენოს-აირესის სასტუმროს აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
დანარჩენ ორ ბრალდებულს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების მიწოდებაში. სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ პეინს აივნიდან ვარდნის დროს გონება ნაწილობრივ ან სრულად ჰქონდა დაკარგული.
მომღერლის ცხედრის ექსპერტიზის შედეგად, გარდაცვალების მიზეზად მრავლობითი დაზიანება, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა დასახელდა.