ანრი ოხანაშვილი – ცესკოს ვიდეოზე: ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა

მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა.

მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია.

ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო.

ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”!”, – წერს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა გარანტირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები