სიკორსკი: უკრაინისთვის ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ – რუსეთი ჩვენ გვემუქრება და ყველაფერი არ არის შესაძლებელი

ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, – ასე უპასუხა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადისლავ სიკორსკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა იპოვა ახალი მიზეზი, რათა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები არ გადასცეს.

“როგორც დასავლეთმა, ისე ჩვენც, უკრაინას გავუგზავნეთ დახმარება 200 მილიარდი ევროს ოდენობით. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუ მხედველობაში მივიღებთ სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინელ ლტოლვილებს მშპ-ის პროპორციულად, პოლონეთმა უფრო მეტი გააკეთა უკრაინისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ”, – აღნიშნა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, მათ ქვეყანას რუსეთი ემუქრება.

“ჩვენ ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ ფრონტისპირა ქვეყანა. რუსეთი ჩვენ გვემუქრება და ყველაფერი არ არის შესაძლებელი”, – ამბობს სიკორსკი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად სთხოვდა პოლონეთს, ჩამოეგდო პოლონეთის მიმართულებით მფრენი რუსული რაკეტები, თუმცა პოლონელებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ამისთვის ნატოს მხარდაჭერა სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები