ანჯაფარიძე – არჩევენებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებში დაწყებულ გამოძიებებზე: დასავლეთში, წესით, უნდა ხედავდნენ ამ ყველაფერს და ობიექტურ დასკვნებს აკეთებდნენ

“ეს სიტუაცია მტკივნეულად მაგონებს მსგავს სიტუაციას 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც ოპოზიცია, რომელიც გულისპირს იხევდა ყვირილით – “გაგვიყალბეს!!” ცოცხალი თავით არ თანხმდებოდა მათ ხელთ არსებული მასალების წარმოდგენას კომისიაში, რომელსაც უნდა გადაემოწმებინა არჩევნების შედეგები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც წერია, რომ პროკურატურაში, შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

“თუ დასავლეთში ბოლომდე თვალები არ დაიბრმავეს და ყურები არ დაიხშეს, წესით, უნდა ხედავდნენ და ისმენდნენ ამ ყველაფერს და ობიექტურ დასკვნებს აკეთებდნენ. თუმცა, მე მგონი, სულ უფრო ცოტა ადამიანს საქართველოში რჩება ამის იმედი.

მე კვლავ გავიმეორებ ჩემს მოკრძალებულ რეკომენდაციას, რაზედაც გუშინწინ მედიაშიც განვაცხადე, რომ დასაშვებობის ფარგლებში დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები გადამოწმების პროცესში. ეს მოხსნიდა გარკვეულ პრობლემებს”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები