ნიკოლეიშვილი – პრეზიდენტს: გადადექი, ეს მართლა ყველაზე კარგი გამოსავალია
“სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროსო. ანუ ადექი, ჩაიცვი და საქართველოს პროკურატურაში მიბრძანდი ჩვენების მისაცემადო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილი პროკურატურის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაბარების ფაქტს ეხმაურება.
“ოპოზიცია კი იძახდეს – არ უნდა მივიდესო ჩვენი დედინაცვალი სალომეო, თან მაგის ლაპარაკი რომ ვიცით, თან არაფერი ფაქტი რომ არ გვაქვს – დავიღუპებითო, მაგრამ უკაცრავად, ეს მეთიუ მილერის ბრძანებაა. არც ის გამოვა, საპარლამენტო მდივანი რომ გყავს ბატონი “იმიტომ” გაგზავნო, ან ვინმე ადვოკატი, სალომეო, დიახ, დიახ სალომე ზურაბიშვილიო-მეთიუმ. ეს ჩვენი არ გვაღელვებს ბატონი მეთიუ მილერის ნათქვამები, თორემ ზურაბიშვილს ხომ არ დაავიწყდა, ან მისი უფროსი ვინ არის, ან თავი მართლა ვინმე ხომ არ ჰგონია, ან მისი შვილები სად და ვისთან მუშაობენ?! ასე რომ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა , მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა, თან უყოყმანოდ, თორემ უფროსებმა გაბრაზებაც იციან!
p.s. ისე, მაინც ვერ ვისვენებ და ისევ რჩევას ვაძლევ ქალბატონს: არ წახვიდე პროკურატურაში, ხომ იცი, არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ გაქვს და ძალიან გაბანძდები, ამიტომ არ ჯობს, იქეთ უცხოელ უფროსებს მიაფურთხო, როდემდე უნდა გათამაშონ თოჯინასავით, აქეთ კი ამ ოპოზიციას, ბოლოს და ბოლოს გაიხსენე, რას არ გეძახდნენ, როგორ გაგინებდნენ და გლანძღავდნენ … ორი თვის დედაც ვატირე, ადექი და გადადექი, გადადექი, დამიჯერე, ეს მართლა ყველაზე კარგი გამოსავალია!”, – წერს ანალიტიკოსი.