პაველ ჰერჩინსკი: დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს, რაც აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის.

„ამ ეტაპზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია არჩევნების ოფიციალური შედეგები. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ახალი მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რამდენიმე დარღვევისა და პოტენციური საარჩევნო კანონის დარღვევის შესახებ არჩევნების დროს. ამ ეტაპზე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე, ჩვენ გავეცანით საქართველოს პროკურატურის განცხადებებს. საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ არჩევნების დროს. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები