“ამერიკულმა კომპანიამ დაადგინა, რომ პირის დუბლირება და ორჯერ მისი მოხვედრა ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეუძლებელია” – კალანდარიშვილი
“ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ორიდან ერთ-ერთია ამერიკაში, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია – ხმის მიცემის სისტემების ტესტირება და შესაბამისობა დაადგინოს, დაადგინა რამდენიმე დღის წინ გადმოცემულ დოკუმენტებში, რომ პირის დუბლირება და ორჯერ მისი მოხვედრა ამომრჩეველთა ერთიან სიაში არის შეუძლებელი”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“მთავარი, რაც ჩრდილში ჰყვება ხოლმე და თითქოს ისე არის წარმოჩენილი, გიორგი კალანდარიშვილი 3 031 უბანზე იდგა და თვითონ ატარებდა არჩევნებს, რომ კომისია შედგება 17 წევრისგან – ამ 17 წევრში 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საიდანაც დღევანდელი კონფიგურაციის ფარგლებში ერთი წარმოადგენს მმართველ პარტიას ხოლო დანარჩენი სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს, ოპოზიციურ მიმართულებას, რომლები იყვნენ სრულად პროცესის ადმინისტრირებაში და განსაზღვრული ჰქონდათ თავისი უფლებამოვალეობები. იმ შეთქმულების თეორიებში ჰიპოთეზურად ჩვენც თუ გავყვებით, კარგად ვნახავთ, რომ პროცესს არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ ჩვიდმეტივე ადამიანი გარკვეული ფუნქციებით არიან აღჭურვილი და მათ შორის ნაკადის მომწესრიგებელი, ყუთზე ზედამხედველი პირი არიან ოპოზიციის დანიშნული წევრები. რამდენი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რომ ეს შეთქმულების თეორია განხორციელდეს?!“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.