მიხეილ სააკაშვილი: ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა –  მთავარია ორიენტირება მრავალრიცხოვანი აქციების გადაუდებლად დაორგანიზებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივს – ჩემო ერთგულო თანამებრძოლებო, არჩევნები გაგვიყალბეს განსაკუთრებით ჩვენ!”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა.

“ამავე დროს ძალიან ვამაყობ იმით თუ როგორ იბრძოლა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩვენმა პარტიამ.
ჩვენ მართლაც გვყავს უკიდურესად ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შემოემატა ასევე ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა.
მეგობრებო მეორე მხარეს არის რუსული სისტემა, მაგრამ ბრძოლის ამ ახალ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი გამოცდილება ფასდაუდებელია და ჩვენი როლი უნდა იყოს ცენტრალური.
ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა, ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ მთავარია ორიენტირება ხალხზე და მრავალრიცხოვანი აქციების გადაუდებლად დაორგანიზებაზე”,- წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები