ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 5 უბნის მონაცემები ხელახლა დათვალეს.
ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ დააანონსა.
უბნები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. გადათვლის შედეგად, ცდომილება არ დაფიქსირდა.
“უბნის შედეგების გადათვლა მოხდა კანონმდებლობის საფუძველზე, შედეგები უცვლელია. ამ გადათვლების შემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შედეგების უცვლელად დატოვების შესახებ,“ – აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი.