რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავა

გუშინ, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში, ლევადნოეს დასახლებული პუნქტი დაიკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალებმა შახტიორსკის, ნოვოუკრაინკის, ბოგოიავლენკის, ნოვოდაროვკის, სტელმახოვკის დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც წინ წაიწიეს.

“სულ მცირე, 9 შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკისგან შემდგარი კოლონა თავს დაესხა შახტიორსკის. ოკუპანტები ცდილობენ სრულად მოიკიდონ ფეხი სოფელში და ისე მოიქცნენ, თითქოს აქ მათი სახლი იყოს, – ნათქვამია უკრაინელი ანალიტიკოსების განცხადებაში.

რუსულმა ჯარმა წარმატებას მიაღწია აგრეთვე დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქების, გორნიაკისა და ალექსანდროპოლის მიმართულებითაც. უკრაინელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ჯარმა შეტევა გააძლიერა შახტიორსკოე-ბოგოიავლენკას მიმართულებაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები