მერია: მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ბორჯომის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი კი მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შემდეგ სოფლებში.

Ø სოფელ ანდეზიტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

Ø სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.

Ø სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია;

Ø დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

Ø სოფელი მოლითიდან-ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I და II ეტაპი );

Ø დაბა ბაკურიანში (წაქაძის ქუჩა).

Ø სოფელ ტბაზე და სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

Ø სოფელ სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

Ø სოფელ კორტანეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

Ø სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

Ø სოფელ ყვიბისში ბერის საყდრების მონასტერთან მისასვლელი გზის (II მონაკვეთი) რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები