„მთის ამბები“ და „ტვ პირველი“, ოპოზიციის პრაიდზე მისული ხალხის სიმცირის გამო, ძველი აქციების კადრებს იყენებენ” – იმედი

ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა – „მთის ამბებმა“ და „ტვ პირველმა“ ვიდეოკადრები გამოაქვეყნეს, სადაც, ოპოზიციის პრაიდის ნაცვლად, ძველი აქციების კადრებია გამოყენებული.

ტვ “იმედის” ინფორმაციით, იმის გამო, რომ 20 ოქტომბერს ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეუერთდა, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ხალხის სიმრავლის
წარმოსაჩენად ძველი კადრების გამოიყენეს.

„ტვ პირველს“ მითითებული აქვს, რომ ვიდეოში სხვადასხვა აქციის კადრებია გამოყენებული, “მთის ამბები” კი კადრებს ძველი აქციებიდან 20 ოქტომბრის პრაიდის კადრებად ასაღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები