iCash სილამაზის სალონებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მართვა საკმაოდ დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, თუმცა, თუ ისარგებლებთ ისეთი პროგრამული უზრუნველყოფით სილამაზის სალონებისთვის,  როგორიცაა iCash, თქვენთან ყველაფერი ყოველთვის მოწესრიგებული იქნება.

რა არის iCash და რაში ეხმარება სილამაზის სალონებსა და სამედიცინო დაწესებულებებს?
iCash Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ ნებისმიერი ტიპის ბიზნეს სერვისი ინოვაციური სისტემის დახმარებით. რა იგულისხმება ამაში?
გარდა იმისა რომ iCash-ს საშუალებით შესაძლებელია აკონტროლოთ გაყიდვები და მარაგები, ასევე ის იძლევა საშუალებას შეკვეთები მიიღოთ სწრაფად და მოხერხებულად, მოემსახუროთ მომხმარებელს ისე, რომ კიდევ გაუჩნდეს თქვენთან დაბრუნების სურვილი, მოახდინოთ ყველა ტიპის ანგარიშსწორება
გარდა ამისა, iCash-ის საშუალებით შეგიძლიათ დიდი ძალისხმევის გარეშე მოაწესრიგოთ დოკუმენტაცია და გქონდეთ ინვოისების, ან ნებისმიერი ტიპის დოკუმენტების სისტემატიზირებული სია.
ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, თითოეული კოსმეტიკური პროცედურისთვის რა ტიპის და რა რაოდენობის მასალა იხარჯება, სწორი ბიუჯეტირებისთვის შეგიძლიათ შექმნათ გვერდები ამა თუ იმ პროცედურისთვის, სადაც გაწერილი იქნება თითოეული დეტალი, პროგრამაში მარტივად ხდება რეცეპტებისა თუ პროდუქტების რედაქტირება. გარდა ამისა, შესაძლებელია შეიქმნას მომხმარებლის ინდივიდუალური გვერდი და მართოთ მისთვის გაწეული მომსახურებების და გადახდების ისტორია. ICASH-ის ლოიალობის პროგრამა კი დაგეხმარებათ, რომ დაგეგმოთ განსხვავებული აქციები და ფასდაკლებები, რომელსაც მოარგებთ თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად.
პროგრამა იძლევა საშუალებას, თარიღების მიხედვით გაუკეთოთ ანალიზი გაყიდვებს და მოახდინოთ მომსახურებების ოპტიმიზაცია.
ბიზნესის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა
გარდა იმ მთავარი უპირატესობებისა, რაც ზემოთ იქნა ნახსენები, iCash-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი არის ის, რომ მისი საშუალებით ობიექტის მართვა შესაძლებელია დისტანციურადაც. შეგიძლიათ აკონტროლოთ ბიზნესი ონლაინ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნოუთბუქის, პლანშეტის ან მობილური ტელეფონის საშუალებით!
რაც შეეხება მონაცემებს, იქნება ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია თუ სხვა ტიპის ინფორმაცია, თუ iCash გაქვთ, ეს ნიშნავს რომ შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ, რადგან არ შეგაწუხებთ ვირუსები,ხელახალი ინსტალაცია და არ შეგექმნებათ დისკომფორტი ინფორმაციის დაკარგვით.
აღსანიშნავია, რომ iCash-ის ოფიციალური პარტნიორი არის GSN თანამედროვე სავაჭრო მოწყობილობებისა და სავაჭრო აპარატების კომპანია. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში GSN-ს და iCash-ს აქვთ ძალიან კარგი შეთავაზება ბიზნესებისთვის.
თუ GSN-ის სალარო აპარატს შეიძენთ, ან უკვე ხართ მისი მომხმარებელი, iCash-ის სავაჭრო პროგრამით 3 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ, ამასთან, გექნებათ უფასო ტექნიკური მხარდაჭერა, უფასო ინსტალაცია, ჩაგიტარდებათ ტრენინგი პროგრამაში უკეთ გასარკვევად და გექნებათ წვდომა რეპორტებსა და სტატისტიკებზე.
არ გაუშვათ შანსი განავითაროთ და მართოთ ბიზნესი საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფით ხელმისაწვდომ ფასად!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები